ყველაზე სასურველი ველნესი და სპა –  Medical Care Award-ის გამარჯვებული თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი გახდა.

მედ არტ გრუპის ორგანიზებით ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობას მრავალი კლინიკა, სპა ცენტრი და ექიმი იღებდა.

რჩეული დაწესებულებებისა და მედ­პერსონალის მხარდაჭერა საზოგადოებას Med Art Group-ის ვებ-გვერდზე შეეძლო, სადაც 30-ზე მეტი ნომინაცია იყო წარმოდგენილი.

მასშტაბური დაჯილდოება – Medical Care Award შერატონ გრანდ მეტეხი პალასში გაიმართა.

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის.