თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ბაზაზე ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი პაციენტის ინდივიდუალურ და ჯგუფურ მომსახურებას 👇
🔸 ფსიქო-დიაგნოზირება
🔸 ფსიქო-კორექცია
🔸 ფსიქო-განათლება
👉 ინდივიდუალური კონსულტირება და, საჭიროების შემთხვევაში, თერაპია ხორციელედება კონკრეტული საჭიროებების მიხედვით, გამოცდილი და სხვადასხვა
სფეროში სერტიფიცირებული კლინიკური ფსიქოლოგების მიერ.
⭕️ ჯგუფური სეანსებისთვის შეკრება ხორციელდება ნოზოლოგიებისა და სოციალური პრობლემების მიხედვით.
👉 დიაგნოზირება და სეანსები ტარდება თანამედროვე ფსიქოლოგიაში დამკვიდრებული სხვადასხვა თანამედროვე მეთოდების/ტექნიკების გამოყენებით.
🙌 სეანსები ტარდება ბალნეოლოგიური კურორტის სპეციალურად მოწყობილ სივრცეში (კაბინეტი, დარბაზი, მინერალური კაფე და ეზო). ფსიქოლოგიური დახმარების სამიზნე ჯგუფში შედიან როგორც მოზრდილები, ისე მოზარდები და ბავშვები.
✅ პაციენტების ფსიქორეაბილიტაცია არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ამიტომ, ჩვენი მოსახლეობის მენტალური ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, გვაქვს მისაღები ფასები და ფასდაკლებები, განსაკუთრებით – განმეორებითი კონსულტაციების/სეანსების და ჯგუფური თერაპიების შემთხვევაში.
📞 დამატებით დეტალებზე და ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 0322 43 90 90 ან 595 09 00 33