თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ბაზაზე ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი პაციენტის ინდივიდუალურ და ჯგუფურ მომსახურებას
ფსიქო-დიაგნოზირება
ფსიქო-კორექცია
ფსიქო-განათლება
ინდივიდუალური კონსულტირება და, საჭიროების შემთხვევაში, თერაპია ხორციელედება კონკრეტული საჭიროებების მიხედვით, გამოცდილი და სხვადასხვა
სფეროში სერტიფიცირებული კლინიკური ფსიქოლოგების მიერ.
ჯგუფური სეანსებისთვის შეკრება ხორციელდება ნოზოლოგიებისა და სოციალური პრობლემების მიხედვით.
დიაგნოზირება და სეანსები ტარდება თანამედროვე ფსიქოლოგიაში დამკვიდრებული სხვადასხვა თანამედროვე მეთოდების/ტექნიკების გამოყენებით.
სეანსები ტარდება ბალნეოლოგიური კურორტის სპეციალურად მოწყობილ სივრცეში (კაბინეტი, დარბაზი, მინერალური კაფე და ეზო). ფსიქოლოგიური დახმარების სამიზნე ჯგუფში შედიან როგორც მოზრდილები, ისე მოზარდები და ბავშვები.
პაციენტების ფსიქორეაბილიტაცია არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ამიტომ, ჩვენი მოსახლეობის მენტალური ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, გვაქვს მისაღები ფასები და ფასდაკლებები, განსაკუთრებით – განმეორებითი კონსულტაციების/სეანსების და ჯგუფური თერაპიების შემთხვევაში.
დამატებით დეტალებზე და ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 0322 43 90 90 ან 595 09 00 33