ჰიდროკოლონოთერაპია მსხვილი ნაწლავის ღრმა გამორეცხვაა, რომელიც ტარდება თანამედროვე აპარატითა და გაფილტრული, იონიზირებული წყლით. პროცედურისას ორგანიზმიდან გამოიდევნება გადაუმუშავებელი საკვების ნარჩენები, ტოქსინები და მკვდარი უჯრედები, რომლებიც დროთა განმავლობაში უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე. არასასურველი ნაწილაკები პერიოდულად მთელს ორგანიზმში ვრცელდება, რის გამოც ხშირია საჭმლის მომნელებელი სისტემის, ღვიძლისა და თირკმელების დაზიანება. სწორედ ამ პრობლემების მოსაგვარებლად და თავიდან ასარიდებლად, სპეციალისტები პაციენტებს ჰიდროკოლონოთერაპიის პროცედურას ურჩევენ. ნაწლავების ღრმა გამორეცხვა რეკომენდირებულია როგორც კუჭნაწლავის ტრაქტის პრობლემის მქონე პირებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც სურს დაავადებების ადრეული პრევენცია.
პროცედურის მიზანია:
- ნაწლავური ფლორის აღდგენა
- დეზინტოქსიკაცია
- ორგანიზმის მინერალური ბალანსის კორექცია.
- ზედმეტი წონის მოცილება დიეტის გარეშე.
- კუჭ-ნაწლავის მოქმედების გაუმჯობესება
- დეტოქსიკაცია და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი (კანის ფერისა და
- ელასტიურობის გაუმჯობესება)
- წონის დაკლება, სიმსუბუქის შეგრძნება, ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზება.
- ალერგიული რეაქციების გამოვლინების შემცირება.
- ქოლესტერინის რაოდენობის შემცირება.
- შრომისუნარიანობის გაუმჯობესება.
- იმუნიტეტის გაძლიერება,მსხვილი ნაწლავის პროფილაქტიკა.
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მოხსნა.