პრესოთერაპიული ლიმფოდრენაჟის პროცედურა კეთდება სპეციალური თერმოკომბინიზონით, რომლითაც ჰაერის წნევის ცვალებადობით და ინფრაწითელი თერმული მოქმედებით, მიიღწევა ანტიცელულიტური ეფექტი – გათხევადებული ცხიმის ლიმფურ სისტემაში გადადევნის შემდეგ. ლიმფოდრენაჟი რეკომენდირებულია, როგორც ესთეტიკის კუთხით, ასევე სამედიცინო მიმართულებით.
ლიმფოდრენაჟი ესთეტიკური თვალსაზრისით დადებითად მოქმედებს:
- ონკოლოგიური პრობლემების მკურნალობის შემდგომ პერიოდში
- ჭარბ წონაზე
- აქვს ანტიცელულიტური მოქმედება
- ორგანიზმს ათავისუფლებს ტოქსინებისგან
- საუკეთესო გამოსავალია ვარიკოზული ვენების დროს
- ხსნის ქვედა კიდურებში ტკივილსა და სიმძიმის შეგრძნებას ( შეშუპებას)
- პროცედურის დროს მიმდინარეობს კანის აღდგენის ეფექტური პროცესი
ლიმფოდრენაჟი სამედიცინო კუთხით დადებითად მოქმედებს:
- რევმატიული დაავადებების დროს (როგორიცაა: ართროზი, მაჯის არხის სინდრომი, პოდაგრა).