მედიცინაში დაჭიმვა მკურნალობის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია, რომელიც ტარდება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანების და მისგან გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ძირითადი ნაწილია ხერხემალი, რომელიც მთლიანი სხეულის წონასწორობაზეა პასუხისმგებელი. ხერხემალი შედგება ცალკეული მალებისგან, რომლებსაც ერთმანეთს აკავშირებს მალთაშუა დისკი. ჯანმრთელ მდგომარეობაში მალები ერთმანეთისგან მცირედით დაშორებულია, თუმცა დროთა განმავლობაში, კუნთები სუსტდება, ხერხემალს აწვება სიმძიმე და ფერხდება მამოძრავებელი სისტემის ნორმალური ფუნქციონირება. სწორედ ამ პრობლემით გამოწვეულ დაავადებებსა და ჩივილებს მკურნალობს მშრალი და წყალქვეშა დაჭიმვები. მშრალი დაჭიმვის პროცედურა რეკომენდირებულია შემდეგი დაავადებებისა და ჩივილების დროს:
- ოსტეოქონდროზი
- ხერხემლის გამრუდება
- რადიკულიტი
- ხერხემლის თიაქარი
- დისკოზი
- სისუსტის შეგრძნება ზედა და ქვედა კიდურებში.