🤝 28 ნოემბერს, თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტსა და ბუდაპეშტის ბალნეოლოგიურ კურორტს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც კურორტების განვითარებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ისტორიულ ნაბიჯს წარმოადგენს.

🌍 ეს პარტნიორობა მიზნად ისახავს გამოცდილების გაზიარებას, ინოვაციური პრაქტიკების განვითარებას და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას. შეთანხმება შექმნის სტაბილურ პლატფორმას ერთობლივი პროექტებისთვის, პროფესიული გაცვლებისთვის და სოციალური, სამედიცინო და ტურისტული მიმართულებების გაძლიერებისთვის.

🏛️ მემორანდუმის გაფორმება ხაზს უსვამს საქართველოს ბალნეოლოგიური რესურსების მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის მზარდ როლს საერთაშორისო სპა და სამკურნალო კურორტების რუკაზე.

🤝 მემორანდუმს ხელი მოაწერეს სალომე ყვავილაშვილმა — თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის აღმასრულებელმა დირექტორმა და ილდიკო ბოროსნე შუტსმა — ბუდაპეშტის ბალნეოლოგიური სპა კურორტის აღმასრულებელმა დირექტორმა.

🔗ღონისძიებას დაესწრო სოფია კალამანი – Deputy Chief of Mission in Georgia.

✨ მადლობა პარტნიორებს ნდობისთვის და მყარი თანამშრომლობის დაწყებისთვის — წინ გველის მრავალი მნიშვნელოვანი ინიციატივა და პროგრესი.