გოგირდის ინდივიდუალური აბაზანა გამოყოფილია ცალკეულ ოთახში, სადაც შეგიძლიათ
გოგირდის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მინერალები შეიგრძნოთ. გოგირდის აბაზანებს გააჩნია უნიკალური თვისება – მინერალური წყლიდან გამოიმუშავება სულფიდები, რომელიც ღრმად აღწევს კანში და ამდიდრებს უჯრედების სტრუქტურას. გოგირდის აბაზანა გამოირჩევა ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების ეფექტიანობით,
კანის დაავადებების დროს, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ, ქალური დაავადებების სამკურნალოდ. სურვილისამებრ, გოგირდის ინდივიდუალური აბაზანის მომსახურეობას შეგიძლიათ დაამატოთ ზღვის მარილი, წიწვი და ევკალიპტი.