თალასო ვიში მტკნარი წყლის ჭავლის პროცედურაა, რომელიც უახლესი, თანმედროვე დანადგარისა და მასში შემავალი წყლის საშუალებით აღადგენს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს მეტაბოლიზმს, ხსნის ქრონიკული დაღლილობის სინდრომს და აუმჯობესებს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას. თალასო ვიშის პროცედურა არის მიკროელემენტების, ვიტამინებისა და ამინომჟავების პირდაპირი წყარო, რაც აუმჯობესებს კანის ხარისხს – ვიშის შხაპი ებრძვის როგორც ლოკალურ გამონაყარს, ასევე ცელულიტსა და ჭარბ ცხიმგროვებს. თალასოთერაპია უზრუნველჰყოფს ორგანიზმის სხვადასხვა მინერალებით შევსებას, როგორებიცაა: ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი და კალიუმი.

სურვილისამებრ, შეგიძლიათ აირჩიოთ თალასო ვიშის სხვა სახეობებიც:

თალასო ვიში ტალახით
თალასო ვიში ტახალითა და ცხელი ქვებით
თალასო ვიში სკრაბით
თალასო ვიში და სარელაქსაციო მასაჟი
თალასო ვიში ყავით
თალასო ვიში ზღვის მარილით.