თურქული სველი საუნით სარგებლობისას სხეულიდან გამოიყოფა ჭარბი რაოდენობის ოფლი, რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებსა და მავნე ნივთიერებებს. საუნის მოქმედებისას სხეული გამოიმუშავებს უნარს, დაიცვას ორგანიზმი გადახურებისგან და უზრუნველჰყოს ოფლის დროული აორთქლება.

თურქული სველი საუნით საშუალება გექნებათ:

  • მოადუნოთ ცენტრალური ნერვიული სისტემა და კუნთოვანი აპარატი
  • მოიხსნათ სტრესი
  • დააჩქაროთ რეგენერაციის პროცესები
  • გაიძლიეროთ იმუნიტეტი.