პლაზმოთერაპია კანის გაახალგაზრდავების ინოვაციური მეთოდია.

  • ამ დროს საკუთარი სისხლისგან მიღებული პლაზმა შეჰყავთ კანქვეშ, რის შემდეგაც
    გაძლიერებულად წარმოიქმნება კანისთვის აუცილებელი ნივთიერებები – ჰიალურონი
    და კოლაგენი. 
  • პროცედურა აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, აძლიერებს რეგენერაციის
    პროცესებს, აქვს ნაოჭების წარმოქმნის საწინააღმდეგო მოქმედება.  
  • პლაზმოთერაპია ასევე წარმატებით გამოიყენება თმის ცვენის სამკურნალოდ.