ჩვენს კურორტზე გამოიყენება მხოლოდ ვულკანური წარმოშობის სამკურნალო-
გამაჯანსაღებელი ტალახი. ექიმის დანიშნულებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ ისარგებლოთ ტალახის სხვადასხვა
ტიპის მომსახურეობით:
ტალახით მასაჟი
ტალახის აპლიკაცია
ტალახის შეფუთვა
ტალახის შემადგენლობაში შემავალი მინერალური აირები ღრმად ჯდება კანში და
პრობლემებს მარტივი და ამავდროულად, სასიამოვნო გზით აგვარებს.

პროცედურები რეკომენდირებულია:

  • წონის კორექციისთვის
  • სასქესო ჯირკვლების ფუნქციის მოსაწესრიგებლად
  • სახსრების ტკივილისა და ანთების დროს
  • ოპერაციის შემდგომი პერიოდისთვის
  • სხვადასხვა გინეკოლოგიური და უროლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად
  • ინფექციების პრევენციისთვის.