შარკოს შხაპი უნიკალური პროცედურაა, რომელიც მიმდინარეობს გოგირდის წყლის ძლიერი ზემოქმედებით. პროცედურა რეკომენდირებულია ცელულიტის მოსაშორებლად, ასევე ჭარბწონიანობის დასამარცხებლად.

შარკოს შხაპი ეფექტურია ტვინისა და ხერხემლის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოსაწესრიგებლად, ორგანიზმში იმუნიტეტის ასამაღლებლად, ცენტრალური ნერვული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად.

შარკოს შხაპი ააქტიურებს კუნთების მუშაობას და ხსნის ქრონიკულ დაღლილობას. გამომდინარე აქედან, თქვენი დღე იქნება უფრო ენერგიული და წარმატებული.