ჰიდროკოლონოთერაპია არის თანამედროვე და ეფექტური პროცედურა, რომელიც ნაწლავების საფუძვლიანი გაწმენდის საშუალებას იძლევა სპეციალური აპარატურის გამოყენებით. პროცედურა ტარდება გაფილტრული, იონიზებული წყლის გამოყენებით.

პროცედურისას ორგანიზმიდან გამოიდევნება გადაუმუშავებელი საკვების ნარჩენები, ტოქსინები და მკვდარი უჯრედები, რომლებიც დროთა განმავლობაში უარყოფით გავლენას ახდენენ ჯანმრთელობაზე.

გადაუმუშავებელი ნაწილაკები პერიოდულად ვრცელდება მთელ ორგანიზმში, რაც შეიძლება გახდეს საჭმლის მომნელებელი სისტემის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევის მიზეზი. სწორედ ამ პრობლემების თავიდან აცილებისა და მოგვარების მიზნით, სპეციალისტები პაციენტებს ჰიდროკოლონოთერაპიის პროცედურას ურჩევენ.

ნაწლავების ღრმა გამორეცხვა რეკომენდირებულია როგორც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების მქონე პირებისთვის, ისე მათთვის, ვინც პრევენციული მიზნებით ცდილობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და დაავადებების თავიდან აცილებას.

სარგებელი და ეფექტი

  • ორგანიზმის დეტოქსიკაცია: ეფექტურად გამოდევნის დაგროვილ ტოქსინებს და აუმჯობესებს ნაწლავის მიკროფლორას.
  • სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება: ნაწლავების გაწმენდა ხელს უწყობს სისხლის ნაკადის გაუმჯობესებას.
  • საჭმლის მონელების სტიმულირება: აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და საჭმლის მონელების პროცესს.
  • იმუნიტეტის გაძლიერება: ნაწლავების გაწმენდილი მიკროფლორა აძლიერებს იმუნურ სისტემას.
  • წონის რეგულირება: ხელს უწყობს წონის კორექციას და სხეულის ტოქსინებისგან განთავისუფლებას.
  • კანის მდგომარეობის გაუმჯობესება: დეტოქსიკაციის პროცესით კანი ხდება უფრო სუფთა და ელასტიური.

ვისთვის არის რეკომენდებული?

  • ქრონიკული ყაბზობის ან დიარეის დროს;
  • საჭმლის მონელების პრობლემებისას;
  • ტოქსინებით გამოწვეული დაღლილობისა და სისუსტის დროს;
  • კანის გაუმჯობესების საჭიროებისას;
  • წონის კორექციისა და ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის.