💁‍♀️ გაიცანით თამარ ჩილინგარიშვილი – თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის თანამშრომელი, ექიმი-თერაპევტი, რევმატოლოგი, რეაბილიტოლოგი, მედიცინის დოქტორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, ევროპის უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

👩‍⚕️ თამარ ჩილინგარიშვილს აქვს 40-წლიანი სამუშაო სტაჟი, რევმატოლოგიისა და სამედიცინო რეაბილიტაციის მიმართულებით. ის ასევე გახლავთ ექსპერტი საკურორტო მედიცინის და სამკურნალო ტურიზმის დარგში.

🔸 საქართველოს ფიზიკური მედიცინის, კურორტოლოგიის და ბალნეოლოგიის ეროვნული ასოციაციის წევრი.
🔸 საქართველოს კურორტების აღდგენისა დ განვითარების ასოციაციის წევრი.
🔸 ევროპის ფიზიკური და სარეაბილიტაციო მედიცინის – ESPRM-ის ასოციაციის წევრი.
🔸 საქართველოს სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტის მედიცინის ეროვნული ასოციაციის წევრი.

👨‍👩‍👧‍👦 ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანსაღ მომავალზე!

📞 დამატებით დეტალებზე და ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 0322 43 90 90 ან 595 09 00 33