💁‍♀️ გაიცანით ქეთევან ნიშნიანიძე – თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის თანამშრომელი, მედიცინის დოქტორი, ფიზიოთერაპევტი, რეაბილიტოლოგი და კურორტოლოგი, 9-წლიანი სამუშაო გამოცდილებით.
👩‍⚕️ ქეთევან ნიშნიანიძე ატარებს კონსულტაციებს და თითოეულ პაციენტს უდგენს ინდივიდუალური მკურნალობის სქემას. მუშაობს ძვალ-სახსროვანი სისტემის ანთებით და ტრავმულ დაზიანებებზე, პოსტოპერაციულ მდგომარეობებზე (ჯვარედინი იოგის რეკონსტრუქცია, მუხლის ან მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება და სხვა), სქოლიოზებზე, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებზე ტკივილის სინდრომით, ვეგეტო-სისხლძარღვოვან და ტროფიკულ მოშლილობებზე.
🔸 ISPRM Society-ის ოფიციალური წევრი
🔸 საქართველოს ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის ასოციაციის წევრი
🔸 საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის წევრი
🔸 საქართველოს ფიზიკური მედიცინის, კურორტოლოგიისა და ბალნეოლოგიის ეროვნული ასოციაციის წევრი
👨‍👩‍👧‍👦 ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანსაღ მომავალზე!
📞 დამატებით დეტალებზე და ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 0322 43 90 90 ან 595 09 00 33