გაიცანით ქეთევან ნიშნიანიძე – თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის თანამშრომელი, მედიცინის დოქტორი, ფიზიოთერაპევტი, რეაბილიტოლოგი და კურორტოლოგი, 9-წლიანი სამუშაო გამოცდილებით.
ქეთევან ნიშნიანიძე ატარებს კონსულტაციებს და თითოეულ პაციენტს უდგენს ინდივიდუალური მკურნალობის სქემას. მუშაობს ძვალ-სახსროვანი სისტემის ანთებით და ტრავმულ დაზიანებებზე, პოსტოპერაციულ მდგომარეობებზე (ჯვარედინი იოგის რეკონსტრუქცია, მუხლის ან მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება და სხვა), სქოლიოზებზე, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებზე ტკივილის სინდრომით, ვეგეტო-სისხლძარღვოვან და ტროფიკულ მოშლილობებზე.
ISPRM Society-ის ოფიციალური წევრი
საქართველოს ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის ასოციაციის წევრი
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის წევრი
საქართველოს ფიზიკური მედიცინის, კურორტოლოგიისა და ბალნეოლოგიის ეროვნული ასოციაციის წევრი
ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანსაღ მომავალზე!
დამატებით დეტალებზე და ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 0322 43 90 90 ან 595 09 00 33