აღმავალი შხაპი არის არაქირურგიული გინეკოლოგიური და უროლოგიური გაახალგაზრდავების პროცედურა, რომელიც ტარდება გოგირდის სამკურნალო წყლით. პროცედურა ლოკალურად მოქმედებს მცირე მენჯის კუნთოვან ქსოვილზე და მიზნად ისახავს:
- მშობიარობის შემდგომი აღდგენა: საშოს ლორწოვანის ტონუსის გაუმჯობესება.
 - მსუბუქი პროლაფსებისა და შარდის სტრესული შეუკავებლობის მკურნალობა.
 - მენოპაუზის პერიოდში: ესტროგენის დეფიციტით გამოწვეული საშოს ატროფიის კორექცია.
 - სქესობრივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
 
გარდა ამისა, პროცედურას აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.