აღმავალი შხაპი გინეკოლოგიური და უროლოგიური გაახალგაზრდავებაა არაქირურგიული ჩარევით. პროცედურა მიმდინარეობს გოგირდის სამკურნალო წყლით, რომელიც ლოკალურად მოქმედებს კუნთოვან ქსოვილზე.
პროცედურის მიზანია:
  • მშობიარობის შემდგომ გაფართოებული საშოს ლორწოვანის ტონუსის აღდგენა
  • მსუბუქი ფორმის პროლაფსების/შარდის მსუბუქი სტრესული შეუკავებლობის მკურნალობა
  • მენოპაუზის პერიოდში ესტროგენის დეფიციტით საშოს ატროფიის კორექცია
  • სქესობრივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება
  • პროცედურა ამაგრებს მცირე მენჯის კუნთოვან ქსოვილს
  • აქვს ანთების საწინააღმდეგო და გაუტკივარების ეფექტი.