აერობიკა სხვადასხვა ტიპის ვარჯიშების ერთობლიობაა, რომელიც მიმდინარეობს ენერგიული მუსიკის ფონზე. სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშისგან განსხვავებით, აერობიკა ნაკლებად რუტინულია – თითოეული აქტივობა თანხვედრაშია მუსიკასთან, რაც ვარჯიშის პროცესს კიდევ უფრო ეფექტურსა და სასიამოვნოს ხდის.
აერობიკის ვარჯიშები ტარდება სპეციალურ დარბაზში, რომელიც აღჭურვილია
ვარჯიშისთვის საჭირო ინვენტარით – პარალონი, წონები, სავარჯიშო რეზინა და სხვა.
აერობიკა იდეალურია, თუ გსურთ:
- დაიკლოთ წონაში ჯანსაღად და შეამციროთ ცელულიტი
- გაიუმჯობესოთ ნივთიერებათა ცვლის პროცესი
- გაიმაგროთ გულ-სისხლძარღვთა სისტემა
- მიანიჭოთ ელასტიურობა კუნთებსა და კანს
- შეამციროთ ორგანიზმში ქოლესტერინის დონე