აერობიკა სხვადასხვა ტიპის ვარჯიშების ერთობლიობაა, რომელიც მიმდინარეობს ენერგიული მუსიკის ფონზე. სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშისგან განსხვავებით, აერობიკა ნაკლებად რუტინულია – თითოეული აქტივობა თანხვედრაშია მუსიკასთან, რაც ვარჯიშის პროცესს კიდევ უფრო ეფექტურსა და სასიამოვნოს ხდის.

აერობიკის ვარჯიშები ტარდება სპეციალურ დარბაზში, რომელიც აღჭურვილია
ვარჯიშისთვის საჭირო ინვენტარით – პარალონი, წონები, სავარჯიშო რეზინა და სხვა.

აერობიკა იდეალურია, თუ გსურთ:

  •  დაიკლოთ წონაში ჯანსაღად და შეამციროთ ცელულიტი
  •  გაიუმჯობესოთ ნივთიერებათა ცვლის პროცესი
  •  გაიმაგროთ გულ-სისხლძარღვთა სისტემა
  •  მიანიჭოთ ელასტიურობა კუნთებსა და კანს
  •  შეამციროთ ორგანიზმში ქოლესტერინის დონე