აღმავალი შხაპი არის არაქირურგიული გინეკოლოგიური და უროლოგიური გაახალგაზრდავების პროცედურა, რომელიც ტარდება გოგირდის სამკურნალო წყლით. პროცედურა ლოკალურად მოქმედებს მცირე მენჯის კუნთოვან ქსოვილზე და მიზნად ისახავს:

  • მშობიარობის შემდგომი აღდგენა: საშოს ლორწოვანის ტონუსის გაუმჯობესება.
  • მსუბუქი პროლაფსებისა და შარდის სტრესული შეუკავებლობის მკურნალობა.
  • მენოპაუზის პერიოდში: ესტროგენის დეფიციტით გამოწვეული საშოს ატროფიის კორექცია.
  • სქესობრივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

გარდა ამისა, პროცედურას აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.