თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის თანამშრომლები აქტიურად ჩაერთვნენ COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივ ვაქცინაციის პროცესში, რადგან ჩვენთვის კურორტის პერსონალისა და მომხმარებლების ჯანმრთელობა უპირველეს ადგილზეა. კურორტი სრულიად აკმაყოფილებს სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, რომელიც ამცირებს ვირუსის გავრცელების ალბათობას. ამასთან, სრულად ვაქცინირებული თანამშრომლები ყოველკვირეულად იტარებენ PCR ტესტს, რაც საბოლოოდ წყვეტს პანდემიასთან დაკავშირებულ უხილავ ჯაჭვს. თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი წარმატებით გაუმკლავდა COVID-19-ით განპირობებულ გამოწვევებს. სწორედ ამიტომ, თითოეულ მომხმარებელს შეუძლია საუკეთესო მომსახურეობა მიიღოს თანამედროვე, კომფორტულ გარემოში – ვაქცინირებულ პერსონალთან ერთად!