გასულ შაბათ-კვირას თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის – ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ეროვნული ცენტრის კოლექტივს ჰქონდა გასვლითი ღონისძიება კახეთში, რომელიც ითვალისწინებდა გუნდის შეკავშირებას და გაძლიერებას – ე.წ. Team Building-ს.

სასიამოვნო, არაფორმალურ გარემოში წარიმართა როგორც საინტერესო მსჯელობა და „გონებრივი შტურმი“ არსებული რესურსების განვითრების, უკეთ ათვისების, ახალი პროექტების დანერგვის შესაძლებლობების შესახებ, ისე – განტვირთვა, დასვენება და ფიზიკური აქტივობა, რაც ასე აუცილებელია დაძაბული შრომის დროს. უფრო მეტიც, ძალიან მალე ყველა სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს ექნებათ საშუალება ჩაერთონ ჩვენს ახალ, „პროფესიული გადაწვის პრევენციისა და მართვის პროგრამაში“.

მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ხვალიდან ONCO REHAB პროგრამის ფარგლებში ველით ონკოპაციენტებს. 14 მაისს გვაქვს დერმატო-კოსმეტოლოგიური აქცია, 15 მაისს კი – ფსიქოთერაპიის ჯგუფური სეანსი ონკოპაციენტებთან.

გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი ცენტრი დასვენების დღეებშიც მუშაობს და გაძლევთ საშუალებას, მაისის ოფიციალური უქმეები (9, 12 და 26 მაისი) თქვენი ჯანმრთელობისა და განტვირთვისთვის გამოიყენოთ.

გელით: აბანოთუბანი, გორგასლის 9; ცხელი ხაზი: 0322 43 90 90 ან 595 09 00 33.