თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, 1 ივნისს რეაბილიტაცია-აბილიტაციის სახელმწიფო ქვეპროგრამის  საანგარიშო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაზე განიხილეს 2020-2021 წლების სამუშაოს შედეგები და  ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობისა და წარადგინეს რეაბილიტაციის ახალი მიმართულება ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, მერიის და სხვა სახელმწიფო და პროფილური დაწესებულებების წარმომადგენელთა წინაშე.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს პედიატრებმა, ბავშვთა ნევროლოგებმა, ორთოპედ-ტრავმატოლოგებმა, შშმ ბავშვთა და მოზარდთა ორგანიზაციებმა და კავშირებმა, ბავშვთა ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. დაიდო მემორანდუმები მოსწავლეთა ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან.

კურორტში ასევე გაიმართა აქცია-სკრინინგი ადგილობრივი და უკრაინელი ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ადგილზე მოსულ პაციენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაევლოთ უფასო კონსულტაციები სხვადასხვა პროფილის ექიმებთან (ორთოპედი, რეაბილიტოლოგი, რევმატოლოგი, ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, დერმატოლოგი, პედიატრი).