4 ივნისს, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში გაიმართა ექიმ-კოსმეტოლოგის ლექცია – “როგორ მოვუაროთ კანს”.

ლექციაზე განხილული იყო აკნესთან დაკავშირებული პრობლემები, კანის სხვადასხვა დაავადებები და კანის ასაკობრივი პრობლემები.

ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართა უფასო კონსულტაცია მოზარდებისა და მათი მშობლებისთვის.