თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტს ჩრდილოეთ ამერიკის ბალნეოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, დოქტორი მარკუს კოპლინი ეწვია. კურორტის ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები და კურორტების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს კურორტების განვითარების გზები და თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის როლი ტურიზმში. საუბარი ასევე შეეხო მომსახურების სფეროს გაუმჯობესებასა და განათლების ხარისხის ამაღლებას.