3 თებერვალს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ფოთის საცურაო კომპლექსის ორგანიზებით, თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის თანამშრომლებმა და სპეციალისტებმა გამართეს შეხვედრა/მასტერკლასი – „თბილისი-ფოთი – ჯანმრთელობის გზა“. 

ღონისძიების მიზანი იყო ორ ქალაქს შორის პარტნიორობის დაწყება ფიზიკური და სარეაბილიტაციო მედიცინის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაში. შეხვედრას ესწრებოდნენ ფოთში მოღვაწე ექიმები, პედაგოგები, სპორტსმენები, ახალგაზრდები და სხვა დაინტერესებული პირები.

პრეზენტაციის შემდეგ ჩატარდა მასტერკლასი. ასევე, ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე პაციენტის უფასო გამოკვლევა. 

ღონისძიება გაგრძელდა ონკოლოგიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი პრეზენტაციით: (ორგანიზაცია “ვიტაე-სიცოცხლისათვის” – ქეთევან ბოჭორიშვილი, ორგანიზაცია TEENs Georgia – მაკო მუსერიძე).