აქვა-აერობიკის ვარჯიშები მიმდინარეობს დახურულ აუზში. აქტივობის ეს მიმართულება განსაკუთრებით ეფექტურია, რადგან სხვა ვარჯიშებისგან განსხვავებით, წყალში მოძრაობისას ჩართულია თითოეული კუნთი. ამავდროულად, წყალი უზრუნველჰყოფს გულის დატვირთვის შემცირებას, რაც ვარჯიშებს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის.

აქვა-აერობიკა დროთა განმავლობაში აუმჯობესებს იმუნიტეტს, რაც დაგიცავთ ინფექციებისგან, ვირუსებისგან და გაციებისგან.

ვარჯიშები ამცირებს კუნთების დაძაბვის დონეს, შესაბამისად, აქტივობის შემდგომი პერიოდი არ არის მტკივნეული.