ადგილზე შეისწავლით და დაეუფლებით კლასიკურ იოგას, რომელიც აუმჯობესებს როგორც ფიზიკურ, ასევე შინაგან მდგომარეობას. იოგას მიზანი სხეულის კოორდინირებისა და მართვის უნარის გამომუშავებაა, რომელიც დროთა განმავლობაში გამოიხატება ჰარმონიის შეგრძნებით. აქტივობა აუმჯობესებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, რადგან ვარჯიშები დაფუძნებულია სუნთქვით სინქრონიზაციაზე – სწორედ ამ დროს გამომუშავდება წონასწორობის უნარი, რაც დადებითად აისახება ცხოვრების ხარისხზე. იოგა ტარდება სპეციალურ დარბაზში, რომელიც აღჭურვილია ვარჯიშისთვის საჭირო ინვენტარით – პარალონი, წონები, სავარჯიშო რეზინა და სხვა.